გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ოთარ შამუგია საუდის არაბეთის დელეგაციის წევრებს შეხვდა

4-10-2024

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია საუდის არაბეთის სამეფოს გაერთიანებული პალატების ფედერაციის თავმჯდომარეს, ჰასან ალ-ჰუვაიზის და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.


შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს აგრარულ დარგში ინვესტირების შესაძლებლობებიდა სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.

როგორც მინისტრმა აღნიშნა,ქვეყნებს შორის ეფექტიანი სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა არსებობს, რასაც გაფართოების დიდი პოტენციალი გააჩნია.

ოთარ შამუგიამ ვრცლად ისაუბრა საქართველოს მოქნილი საინვესტიციო გარემოს შესახებ და საუდის არაბეთის ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს აგრარული დარგის განვითარების სახელმწიფო ხელშემწყობი პროგრამების შესახებ მიაწოდა ვრცელი ინფორმაცია.


შეხვედრაზე განიხილეს ქვეყნიდან სოფლის მეურნეობის პროდუქტების, კერძოდ,კაკლოვანი კულტურების, წვენების, ბოსტნეულის წვენების და მოცვის ექსპორტის ზრდისშესაძლებლობა.


საუდის არაბეთის სამეფოს გაერთიანებული პალატების ფედერაციის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა მინისტრს მასპინძლობისთვის, აღნიშნა, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების დიდი პოტენციალი გააჩნია დასაინვესტიციო თვალსაზრისით საინტერესო ქვეყანას წარმოადგენს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728