გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თბილისში კანონდარღვევით გაკრული პლაკატების ჩამოხსნა დაიწყო

17-10-2018

„თბილსერვისჯგუფმა“ დედაქალაქის მასშტაბით, კანონდარღვევით გაკრული საარჩევნო პლაკატების ჩამოხსნა დაიწყო. აღნიშნული სამუშაოები პირველ ეტაპზე ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში მიმდინარეობს და თბილისის ათივე რაიონში განხორციელდება. 

„დავგეგმეთ და ვახორციელებთ დედაქალაქის ტერიტორიაზე სააგიტაციო მასალების ჩამოხსნის ღონისძიებას. ეს ის ადგილებია, სადაც საარჩევნო პლაკატების გაკვრა აკრძალულია. ვფიქრობთ, რომ აღნიშნული ღონისძიება დაახლოებით, ორი-სამი დღის განმავლობაში დასრულდება“, - განაცხადა „თბილსერვისჯგუფის“ დირექტორმა ლევან ჯღარკავამ. 

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღეს, მთავრობის სხდომაზე „თბილსერვისჯგუფს“ უკანონოდ გაკრული პლაკატებისგან სხვადასხვა ლოკაციის გასუფთავება და მოწესრიგება დაავალა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930