გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
აფხაზეთის მთავრობა ვეტერანებს "ვეტერანის დღე"-ს ულოცავს

17-10-2018

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ვეტერანებს "ვეტერანის დღე"-ს ულოცავს.


"ძვირფასო ვეტერანებო, გილოცავთ „ვეტერანის დღეს“. დიდია ვეტერანთა ღვაწლი ერისა და ქვეყნის წინაშე. თქვენი გმირობა, ვაჟკაცობა და თავგანწირვა სტიმული და მისაბაძი მაგალითია მომავალი თაობებისთვის.


სახელმწიფოს უსაფრთხოება და კეთილდღეობა სწორედ სამშობლოსთვის თავდადებული და პატრიოტი ადამიანების შემართებაზე დგას. არ უწერია გადაშენება იმ ქვეყანას, რომელსაც ასეთი თავდადებული მეციხოვნეები იცავენ.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სახელით მადლობას გიხდით თქვენ ერის წინაშე გაწეული სამსახურისთვის, სულის მხნეობას და ფიზიკურ სიჯანსაღეს გისურვებთ ერთიან და ძლიერ საქართველოში.


აქვე, უდიდესი გულისტკივილით გვსურს მოვიხსენიოთ ათასობით დაღუპული გმირის სახელი, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე სამშობლოს სამსხვერპლოზე მიიტანეს, ქედს ვიხრით მათი ვაჟკაცობისა და ხსოვნის წინაშე"-ნათქვამია მისალოც განცხადებაში.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930