გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნიკა გვარამია: ზუსტად ეგ მინდა, რომ დამიჭიროთ

19-10-2018

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია ფეისბუკის პირად გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

 

„ბოლომდე გაფარჩაკებულო ქოცმთავრობავ, ტყუილად თავს ნუ იწუხებთ შემოთვლებით, რომ ჩემი დაჭერის გეგმებს ამუშავებთ. უნდა მიმხვდარიყავით აქამდე (ცოტა ჭკუა მაინც რომ გქონდეთ), რომ არც მშიშარა ვარ, და რაც უფრო მეტს მემუქრებიან, მით უფრო თავზეხელაღებულად გამბედავი ვხდები.

 

და მთავარი, თუ გამბედაობა და უჭკუობა გეყოფათ, რომ დამიჭიროთ, იცოდეთ, რომ ზუსტად ეგ მინდა მეც. ჩემს პატიმრობას დიდი სიამოვნებით შევწირავ ჩემი სამშობლოს თქვენგან სამუდამოდ გათავისუფლებას. და როგორაა ეს ორი რამ ურთიერთკავშირში, თუ დამიჭერთ, ძალიან მალევე მიხვდებით.

 

პს მე კი გამოვალ, და თქვენ შეხვალთ და დიდი ხანი ვეღარ გამოხვალთ, გარწმუნებთ“ - წერს ნიკა გვარამია.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31