გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პოლიციამ ზურაბ ჯაფარიძე დააკავა

20-10-2018

პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე დააკავეს.


პოლიტიკოსის დაკავება მას შემდეგ მოხდა, რაც მან, დედაენის ბაღში, მის მიერ დაანონსებულ ე.წ. „მარიხუანას ფესტივალზე“ მოსაწევად გამზადებული, მისი თქმით ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა გარშემომყოფებს გადასცა.


როგორც ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, ეს ქმედება ნარკოტიკების გასაღებად ითვლება, რაც სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადია.


მომხდარიდან რამდენიმე წუთში ზურაბ ჯაფარიძე პოლიციამ დააკავა.


შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ, დღეს დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით რამდენიმე გამაფრთხილებელი განცხადება გააკეთა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31