გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თბილისის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება

21-10-2018

დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.


კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა გლდანის მასივის I მიკრორაიონის, ხიზანიშვილის, შეშელიძის (ნაწილობრივ), ლუბლიანას (ნაწილობრივ), ფეიქრების (ნაწილობრივ) და წყალსადენის (ნაწილობრივ) ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.


10 საათიდან 17 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, კალოუბნის, კასპის, დოესის, ზურაბიშვილის, კობარეთის, ნოსირის, უბილავას, ლეხ კაჩინსკის, აწყურის, წინანდალის, ტვიშის, მესხეთის, მთისძირის, უშაკოვის, ჩეხოვის, ისნის, ფერიცვალების, მეტეხის და რუისის ქუჩების მაცხოვრებლები.


10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა აღმაშენებლის გამზირის და კახიძის ქუჩის მაცხოვრებლებს, ხოლო 11 საათიდან 14 საათამდე დიღმის სასწავლო მეურნეობის და ჩაჩავას (ნაწილობრივ) ქუჩის მაცხოვრებლებს შეეხება.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31