გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
მარტვილში კაცს ხელში კაფსულა აუფეთქდა

22-10-2018

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურჩის მცხოვრებს, ზურაბ კიკალიშვილს ხელში კაფსულა აუფეთქდა და სხეულის მრავლობითი დაზიანებები მიიღო. ამის შესახებ ინფორმაცია imedinews მარტვილის მერმა ალექსანდრე გრიგალავამ დაუდასტურა. 


კიკალიშვილი სასწრაფო სამედიცინო დამხარების სამსახურმა მარტვილის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების შეფასებით, მას ამ ეტაპზე სამედიცინო გამოკვლევები უტარდება.


შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლითაა დაწყებული რაც გულისხმობს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გაუფრთხილებლობით.


imedinews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031