გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: გუშინ, თანამდებობაზე დაინიშნა 12 მინისტრი, რითაც დასრულდა ახალი ხელისუფლების ფორმირება

1-12-2024

გუშინ თანამდებობაზე დაინიშნა 12 მინისტრი, რითაც დასრულდა ახალი ხელისუფლების ფორმირება 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების საფუძველზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.


მისივე თქმით, 14 დეკემბერს გაიმართება საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები, რის შემდეგაც ყველა კონსტიტუციური ორგანო ქართველი ხალხის უმრავლესობის ნების შესაბამისად იქნება დაკომპლექტებული.


„გაცნობებთ, რომ გუშინ თანამდებობაზე დაინიშნა 12 მინისტრი, რითაც დასრულდა ახალი ხელისუფლების ფორმირება 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების საფუძველზე. შეგახსენებთ იმასაც, რომ 14 დეკემბერს გაიმართება საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები, რის შემდეგაც ყველა კონსტიტუციური ორგანო ქართველი ხალხის უმრავლესობის ნების შესაბამისად იქნება დაკომპლექტებული,"- განაცხადა პრემიერმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031