გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პოლონეთში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა

24-10-2018

პოლონეთის ქალაქ კრაკოვში, კულინარიის ფესტივალზე „Najedzeni Fest“, ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა. კრაკოვში ფესტივალი განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს  და იქ მოწყობილ ქართულ კუთხეში ყველა ის ღვინო იყო წარმოდგენილი, რომლის იმპორტიც საქართველოდან პოლონეთში ხორციელდება. ამჟამად საქართველოდან პოლონეთში ღვინის ექსპორტს 40-ზე მეტი კომპანია ახორციელებს.


ფესტივალზე ქართული ღვინის წარდგენა, ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანია „Malinova“-ს ორგანიზებით გაიმართა.


სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის, ირაკლი ჩოლობარგიას განცხადებით, პოლონეთში მარკეტინგული აქტივობები  მომავალ წელსაც გაგრძელდება.


„ქართული ღვინის სტრატეგიულ საექსპორტო ბაზარზე, პოლონეთში, მარკეტინგული აქტივობები 2012 წლიდან დაიწყო. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და ორგანიზებით, ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით, სხვადასხვა ღონისძიება პოლონეთში მთელი წლის მანძილზე ტარდება. შედეგიც სახეზეა: 2012 წელს საქართველოდან პოლონეთში ექსპორტი 1 მლნ ბოთლი იყო, გასული წლის ბოლოს ექსპორტირებული ღვინის რაოდენობამ 2,7 მლნ ბოთლს მიაღწია,“ - აღნიშნა ირაკლი ჩოლობარგიამ.


პოლონეთი ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში შედის. ზრდის ტენდენცია მიმდინარე წელსაც შენარჩუნდა -  2018 წლის  9 თვის მონაცემებით, საქართველოდან  2,5 მლნ ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 32%-ით აღემატება.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930