გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოს ხვალ ჯონ ბოლტონი ეწვევა

25-10-2018

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, ხვალ საქართველოს აშშ-ს უშიშროების საბჭოს მდივანი და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტ ტრამპის მრჩეველი, ჯონ ბოლტონი ეწვევა.

ეს განცხადება მან დღეს გამართულ ბიფინგზე გააკეთა.

“საქართველოს ხვალ, ამერიკის შეერთებული შტატების უშიშროების საბჭოს მდივანი და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტ ტრამპის მრჩეველი, ჯონ ბოლტონი ეწვევა.

ჯონ ბოლტონს სექტემბერში ვაშინგტონში შევხვდი და არსებითი საუბარი ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებსა და ამავე დროს, რეგიონში არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით გვქონდა. ჯონ ბოლტონი არის საქართველოს ერთგული მეგობარი, რომელსაც აქვს კონკრეტული ხედვა, როგორ შეგვიძლია ჩვენ კიდევ უფრო გავაღრმავოთ სტრატეგიული ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის. ვიზიტის ფარგლებში გვექნება ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე საუბარი. საქართველოსა და აშშ-ის შორის ურთიერთობა არასდროს ყოფილა ასეთ მაღალ დონეზე და უფრო მეტი, არასდროს ყოფილა ასეთი ყოვლისმომცველი და დარწმუნებული ვარ, ვიზიტის შედეგად, ჩვენი ერთობლივი მოქმედების გეგმა გახდება კიდევ უფრო კონკრეტული და ამავე დროს, კონკრეტულ შედეგებზე ორიენტირებული,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31