გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მაკა ბოჭორიშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვევა

16-01-2025

2025 წლის 16 იანვარს, საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში, მაკა ბოჭორიშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკას პირველი ოფიციალური ვიზიტით ეწვევა.


ვიზიტის ფარგლებში, მაკა ბოჭორიშვილი შეხვედრას გამართავს აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჯეიჰუნ ბაირამოვთან როგორც პირისპირ, ასევე გაფართოებულ ფორმატში. შეხვედრის შემდეგ გაიმართება ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი პრესკონფერენცია.


მინისტრი ასევე გვირგვინით შეამკობს მარადიული ცეცხლის მემორიალს "შეჰიდების ხეივანში" და პატივს მიაგებს დაღუპულთა ხსოვნას.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930