გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარიამ გორში 9 წლის გარდაცვლილი ბავშვის ოჯახს მიუსამძიმრა

27-10-2018

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ გორში, დაღუპული 9 წლის გოგონას ოჯახს მიუსამძიმრა და გამოძიებასთან დაკავშირებით მედიის კითხვებს უპასუხა.


„გამოძიება მიმდინარეობდა აქტიურად, გამოძიება ახლა გრძელდება. ეს უდიდესი ტრაგედიაა და პირველ რიგში, რა თქმა უნდა სამძიმარს ვუცხადებ ოჯახს, მთელ გორს და მთლიანად ქვეყანას. მძიმე დღეები იყო, და პირველ რიგში მადლობა მინდა გადავუხადო სპეციალურ საგამოძიებო ჯგუფს და პირად შემადგენლობას, რომელმაც ძალიან აქტიური მუშაობით შედეგად პირველადი შედეგი დადეს. რა თქმა უნდა, გამოძიება გაგრძელდება და ამ შედეგს მივიყვანთ ბოლომდე, რომ თითოეულმა ჩვენმა მოქალაქემ უფრო უსაფრთხოდ იგრძნოს თავი. გამოძიება გრძელდება და გაკეთდება ყველაფერი იმისთვის, რომ შედეგი იყოს უზუსტესად დადასტურებული“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31