გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ექსპორტირებული თხილის ღირებულება 37%-ით გაიზარდა

27-01-2025

2024 წლის 1 აგვისტოდან 2025 წლის 26 იანვრის ჩათვლით, 12.2 ათასი ტონა თხილის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 73.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.


მათივე ცნობით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული თხილის რაოდენობა 1.7 ათასი ტონით (17%-ით), ხოლო ღირებულება - 19.7 მლნ აშშ დოლარით (37%-ით) გაიზარდა.


აღნიშნულ პერიოდში თხილის საშუალო საექსპორტო ფასი 17%-ით გაიზარდა და 6.01$/კგ შეადგინა.


აღნიშნულ პერიოდში ქართული თხილის ექსპორტი, ძირითადად, ევროკავშირის ბაზრებზე ხორციელდება, კერძოდ: იტალიაში, გერმანიაში, ესპანეთში, საფრანგეთში, პოლონეთში, ჩეხეთში, ლიეტუვაში და სხვა. გარდა ევროკავშირის ქვეყნებისა ექსპორტი განხორციელდა სომხეთში, ჩინეთში, თურქეთში, ისრაელში, რუსეთში, უკრაინასა და სხვა ქვეყნებში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031