გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თამთა მეგრელიშვილი: კანონი ყველასთვის ერთნაირი ვალდებულებაა, ამიტომ ყველამ ვინც ჩართული იქნება ავტომაგისტრალის ბლოკირებაში უნდა გაიაზროს კანონდარღვევაში მონაწილეობის მისი წილი პასუხისმგებლობა

2-02-2025

„კანონი ყველასთვის ერთნაირი ვალდებულებაა, ამიტომ ყველამ ვინც ჩართული იქნება ავტომაგისტრალის ბლოკირებაში უნდა გაიაზროს კანონდარღვევაში მონაწილეობის მისი წილი პასუხისმგებლობა და საკუთარი პრეტენზია თუ პოზიცია სხვა, კანონით გათვალისწინებული და დაშვებული საშუალებით დააფიქსიროს“, - წერს "ხალხის ძალის" წევრი თამთა მეგრელიშვილი.


მისივე თქმით, “პუბლიკა" რომელიც ევროკავშირის ბიუჯეტიდან დაფინანსებული ორგანიზაციაა რეკლამირებას უწევს სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენას შესაბამისად ევროკავშირის საელჩო, როგორც დამფინანსებლის წარმომადგენელი, პასუხისმგებელია წინასწარ დაანონსებული სისხლის სამართლის დანაშაულის შედეგებზე.


„კანონმდებლობით ავტომაგისტრალის ბლოკირება სისხლის სამართლის დანაშაულია. “პუბლიკა" რომელიც ევროკავშირის ბიუჯეტიდან დაფინანსებული ორგანიზაციაა რეკლამირებას უწევს სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენას შესაბამისად ევროკავშირის საელჩო, როგორც დამფინანსებლის წარმომადგენელი, პასუხისმგებელია წინასწარ დაანონსებული სისხლის სამართლის დანაშაულის შედეგებზე. კანონი ყველასთვის ერთნაირი ვალდებულებაა, ამიტომ ყველამ ვინც ჩართული იქნება ავტომაგისტრალის ბლოკირებაში უნდა გაიაზროს კანონდარღვევაში მონაწილეობის მისი წილი პასუხისმგებლობა და საკუთარი პრეტენზია თუ პოზიცია სხვა, კანონით გათვალისწინებული და დაშვებული საშუალებით დააფიქსიროს. წინააღმდეგ შემთხვევაში მიღებული იქნება უკანონობის აღსაკვეთად მიღებული ყველა საჭირო ზომა“, - წერს თამთა მეგრელიშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930