გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კასპის მუნიციპალიტეტში "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო

3-02-2025

კასპის მუნიციპალიტეტში “სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“- კასპი 2025 ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მერია ავრცელებს.


კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე საკრებულოს თავმჯდომარესთან შოთა ბეგლარაშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობებთან ერთად მეტეხის და ქვემო გომის ადმინისტრაციული ერთეულის 6 სოფლის მოსახლეობას შეხვდა.


სოფელ მეტეხში, ბარნაბიანთკარში, სადგურ მეტეხის დასახლებაში, ქვემო გომში, ნიაბში და ბორტაში ადგილობრივებმა პროექტები ხმათა უმრავლესობით შეარჩიეს.


2025 წელს კასპის მუნიციპალიტეტისთვის 950 000 ლარია გამოყოფილი, რომლითაც მუნიციპალიტეტის 73 სოფელში მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031