გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ცესკომ არჩევნების საერთაშორისო დღე ახალგაზრდებთან ერთად აღნიშნა

6-02-2025

არჩევნების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) ახალგაზრდებს უმასპინძლა. ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობით გამართულ შეხვედრას სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და ახალგაზრდული გაერთიანებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

ახალგაზრდებს ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი შეხვდა. მან საარჩევნო პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობაზე, არჩევნების ისტორიაზე, საარჩევნო ელექტრონულ ტექნოლოგიებზე, საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით გავრცელებულ დეზინფორმაციაზე და უწყების წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.

 

„არჩევნების საერთაშორისო დღე ბევრ ქვეყანაში აღინიშნება და რა თქმა უნდა საარჩევნო ადმინისტრაციაც ყოველთვის გარკვეული აქტივობებით აღნიშნავს დღევანდელ დღეს. არჩევნების საერთაშორისო დღე რამდენიმე მიზანს ემსახურება, ეს არის არჩევნების მნიშვნელობის შესახებ საზოგადოების მაქსიმალური ინფორმირება და ყველა იმ სიახლისა და მოვლენის შესახებ ცნობიერების ამაღლება, რომელიც არჩევნებს უკავშირდება. „ახალგაზრდობის სააგენტოსთან“ თანამშრომლობით დღეს ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა ახალგაზრდების ფართო აუდიტორიისთვის გაგვეზიარებინა ინფორმაცია ტექნოლოგიური სიახლეების, უწყების წინაშე არსებული გამოწვევებისა და ყველა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ“, - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

 

შეხვედრის განმავლობაში გიორგი კალანდარიშვილმა ახალგაზრდების მიერ დასმულ კითხვებსაც უპასუხა. 2024 წლის პარლამენტის არჩევნებზე, ტექნოლოგიურ ინტერვენციასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით ცესკოს თავმჯდომარემ ამომწურავად ისაუბრა.

 

არჩევნების საერთაშორისო დღე ყოველ წელიწადს, თებერვლის პირველ ხუთშაბათს აღინიშნება.

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031