გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რეინჯერებმა სასწავლო კურსი დაასრულეს

15-02-2025

მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური ოპერაციების საწვრთნელი ცენტრის რეინჯერთა მომზადების სკოლა რეინჯერთა მომდევნო ნაკადმა დაასრულა. რეინჯერებს პროგრამის დასრულება სპეციალური ოპერაციების სარდალმა, პოლკოვნიკმა თეიმურაზ ყლატეიშვილმა მიულოცა, კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცა და პროფესიულ საქმიანობაში წარმატება უსურვა. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის ძალების მთავარი სერჟანტი, მთავარი სერჟანტი გიორგი გოგოჭური და სამეთაურო რგოლის წარმომადგენლები დაესწრნენ.


21-კვირიანი მომზადების განმავლობაში მსმენელებმა თეორიული, პრაქტიკული და ფიზიკური წვრთნები გაიარეს, რაც სამედიცინო, აერომობილურ, სამთო, საცეცხლე, საინჟინრო და წყალზე მომზადებებს მოიცავდა. მათ ასევე, შეისწავლეს ტოპოგრაფია, კავშირგაბმულობა და ტაქტიკა. დღეიდან კურსდამთავრებულები სპეციალური ოპერაციების სარდლობის რეინჯერთა საბრძოლო ბატალიონებში გადანაწილდებიან და თავდაცვის ძალებში მსახურს გააგრძელებენ.


კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით სამხედრო მოსამსახურეებს შეუძლიათ სწავლა განაგრძონ „სპეციალური დანიშნულების საკვალიფიკაციო პროგრამაზე“, რომლის დასრულების შემდეგაც, სპეციალური ოპერაციების სარდლობის სპეციალური დანიშნულების ბატალიონში ჩაირიცხებიან.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031