გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია ვოლსკი: საჭიროა დასკვნების გაკეთება

29-10-2018

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის,  გია ვოლსკის განცხადებით, საჭიროა იმ ხარვეზების გამოსწორება, რომელზეც პარტია „ქართული ოცნების“

თავმჯდომარე  ბიძინა ივანიშვილი მიუთითებდა და აღნიშნავს, რომ ის გეგმები, რაც დასახულია, სწრაფ ტემპში უნდა ვითარდებოდეს.


„იმ ხარვეზების სწრაფად გამოსწორებაა საჭირო, რომელზეც   ივანიშვილი მიუთითებდა, თუნდაც მართვის ვერტიკალთან და პროექტების რეალიზაციასთან დაკავშირებით, რომელმაც საქართველო სამშვიდობო  ვითარებაში უნდა გადაიყვანოს.


მე მგონია, რომ ეს გეგმა, რაც დასახულია, ცოტა სწრაფ ტემპში უნდა ხორციელდებოდეს. ტემპის შენელებაზე  ბიძინა ივანიშვილმა ილაპარაკა და ჩვენც არ დაგვიმალავს, რომ ამასთან დაკავშირებით დასკვნებიც გადასაკეთებელია და მობილიზებაა საჭირო“ - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930