გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ხარაგაულში გზების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

25-02-2025

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ხარაგაულში გზების გაწმენდითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ყველაზე რთულ მონაკვეთებზე მობილიზებულია ტექნიკა და გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად ხორციელდება.


დაბაში თოვლი მცირეა, თუმცა ცალკეულ სოფლებში ნალექი 30-100 სმ-ს აღწევს. ამ ეტაპზე, გადაადგილება მაღალი გამავლობის მანქანით ყველა სოფელში შესაძლებელია.


ამ დროისთვის ინტენსიურად მუშაობს 7 ერთეული ტექნიკა, გაწმენდილია შიდა სახელმწიფოებრივი გზები, არცერთი სოფელი ჩაკეტილი არ არის.


მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა კოორდინაციაშია სოფლების წარმომადგენლებთან – საჭიროების შემთხვევაში, რთული მონაკვეთების გასაწმენდად, ტექნიკა ოპერატიულად გადანაწილდება.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930