გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბოლო შვიდი თვის განმავლობაში საქართველოდან ექსპორტირებული ვაშლის ღირებულებამ 8.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

5-03-2025

2024 წლის 1 აგვისტოდან 2025 წლის 3 მარტის ჩათვლით, საქართველოდან 12.9 ათასი ტონა ვაშლის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 8.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. 


სამინისტროს ცნობით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული ვაშლის რაოდენობა 10.9 ათასი ტონით (6.3-ჯერ), ხოლო ღირებულება - 6.8 მლნ აშშ დოლარით (6.1-ჯერ) გაიზარდა.


ქართული ვაშლის ექსპორტი განხორციელდა რუსეთში (12 848 ტონა), 60 ტონა ვაშლი ექსპორტირებულია ყაზახეთში, 21 ტონა - თურქეთში და 2 ტონა - სომხეთში.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031