გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მთლიანი შიდა პროდუქტი 5.6%-ით გაიზარდა

30-10-2018

წინასწარი შეფასებით, მიმდინარე წლის სექტემბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდის ტემპმა 5,6 პროცენტი შეადგინა, ხოლო მიმდინარე წლის III კვარტლის რეალური ზრდა, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4,0 პროცენტით განისაზღვრა. ამასთან, 2018 წლის პირველი ცხრა თვის საშუალო რეალური ზრდა 4,9 პროცენტს შეადგენს.


ინფორმაციას ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.


წინასწარი შეფასებით, 2018 წლის სექტემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა შეინიშნებოდა დამამუშავებელი მრეწველობის, საფინანსო საქმიანობის, ვაჭრობის, უძრავი ქონებით ოპერაციების, ტრანსპორტის, სასტუმროებისა და რესტორნების დარგებში.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30