გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რუანდამ ბელგიასთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა

17-03-2025

რუანდამ ბელგიასთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა, რაც ქვეყნებს შორის კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში მიმდინარე ბრძოლების გამო დაძაბული ურთიერთობების ფონზე მოხდა.


რუანდის საგარეო უწყებაში განაცხადეს, რომ ყველა ბელგიელმა დიპლომატმა 48 საათის განმავლობაში უნდა დატოვოს ქვეყანა.


სამინისტროში ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ეს გადაწყვეტილება დაიცავს რუანდის ეროვნულ ინტერესებს.


„ბელგიამ აშკარად დაიკავა მხარე რეგიონულ კონფლიქტში და აგრძელებს სისტემატურ მობილიზებას რუანდის წინააღმდეგ სხვადასხვა ფორუმზე“, - განაცხადეს სამინისტროში.


ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაქსიმ პრევომ რუანდის ნაბიჯს არაპროპორციული უწოდა და განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ანალოგიურად უპასუხებს.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031