გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზაალ ანჯაფარიძე პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე: ყოველი მორიგი სხდომით, „ნაცმოძრაობის“ და მისი მიმდევრების განკითხვის საათი ახლოვდება

21-03-2025

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომას ეხმიანება, რომელზეც დღეს ბიზნესმენ ბესო ხარძიანის გახმაურებულ საქმეს განიხილავენ.


როგორც ანჯაფარიძე აღნიშნავს, ყოველი მორიგი სხდომით ახლოვდება "ნაციონალური მოძრაობის" და მისი მიმდევრების განკითხვის დღე.


„კომისიის ყოველი მორიგი სხდომით, ნაცმოძრაობის და მისი მიმდევრების განკითხვის საათი ახლოვდება. როგორც ადრე ვთქვი, ჩემი სურვილი და რჩევა არის, რომ საზოგადოებამ გაიგოს რეჟიმის იმ დანაშაულებზეც, რომლებიც მიზეზთა გამო აქამდე არ გახმაურებულა,“ - წერს ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031