გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თსუ-ში ღია კარის დღე გაიმართა

22-03-2025

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ღია კარის დღის ფარგლებში თსუ რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია ფაკულტეტების დეკანებთან ერთად აბიტურიენტებს შეხვდა.

 

რექტორმა უნივერსიტეტში მიმდინარე ფუნდამენტურ ცვლილებებზე, სიახლეებსა და იმ შესაძლებლობებზე ისაუბრა, რასაც თსუ სთავაზობს მომავალ სტუდენტებს.

 

ფაკულტეტების დეკანებმა აბიტურიენტებს მიაწოდეს ინფორმაცია საბაკალავრო პროგრამებზე სწავლა-სწავლების, საუნივერსიტეტო ცხოვრების, გაცვლითი პროგრამების, სტიპენდიების, სპორტული და შემოქმედებითი აქტივობების შესახებ.

 

შეხვედრის ბოლოს უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა უპასუხეს აბიტურიენტების კითხვებს.

 

ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ახალ სასწავლო წელს  80-მდე საბაკალავრო პროგრამაზე 6928 პირველსემესტრელს მიიღებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031