გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბექა დავითულიანი: არ დავუშვებთ, რომ „ნაცმოძრაობა“ დესტრუქციული გზებით ხელისუფლებაში დაბრუნდეს

31-10-2018

დედაქალაქის საკრებულოს უმრავლესობის წევრის, ბექა დავითულიანის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ოფისში მიმდინარე შეხვედრაზე საქართველოში არსებულ პრობლემებზე მსჯელობენ.


მისივე თქმით, არჩევნების შედეგებით მმართველომა გუნდმა მოსახლეობისგან გზავნილი მიიღო და ამას შესაბამისი პასუხი და რეაგირება სჭირდება.


„პარტიის ოფისში იმ პირველი რანგის პრობლემებზე მიმდინარეობს მსჯელობა, რომელიც გადასაწყვეტია. ჩვენ მოსახლეობისგან მივიღეთ გზავნილი, რომელსაც შესაბამისი პასუხი და რეაგირება სჭირდება და მიდის დაგეგმვა იმ ნაბიჯებისა, რომლითაც ამ გამოწვევებს უნდა ვუპასუხოთ. ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი ოპონენტების მართვის სტილი, მათი პოლიტიკური ამოცანა არის დესტრუქციული გზებით ხელისუფლებაში მოხვედრა, თუმცა ჩვენ ამას არ დავუშვებთ. იგეგმება ზუსტად იმ პრობლემების გამოკვეთა, რომელზეც დღესვე შეგვიძლია პასუხი გაცემა და რომლებზეც უახლოეს მომავალში უნდა გავცეთ,“ - განაცხადა ბექა დავითულიანმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31