გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
ლილოში ყვითელი სამარშუტო ტაქსი გადაბრუნდა, რომელშიც სავარაუდოდ, მგზავრები იმყოფებოდნენ

31-10-2018

თბილისში, ლილოს მიმდებარე ტერიტორიაზე ყვითელი სამარშუტო ტაქსი გადაბრუნდა, რომელშიც მგზავრები იმყოფებოდნენ.

 

როგორც "ინტერპრესნიუსს" ადგილიდან აცნობეს, ერთმანეთს ოთხი სატრანსპორტო საშუალება შეეჯახა. არსებული ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის, თუმცა არიან დაშავებულები.


 

ადგილისკენ მიემართება საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადა. „ინტერპრესნიუსი“დეტალების გარკვევას ამ წუთებში ცდილობს.

 

"ინტერპრესნიუსს" შემთხვევის ამსახველი ფოტომასალა თვითმხილველმა მიაწოდა.



Ipn.ge

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930