გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბოლო 8 თვის განმავლობაში საქართველოდან ექსპორტირებული ვაშლის ღირებულებამ 9.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

30-03-2025

2024 წლის 1-ელი აგვისტოდან 2025 წლის 26 მარტის ჩათვლით საქართველოდან 15.4 ათასი ტონა ვაშლის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 9.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. 


გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული ვაშლის რაოდენობა 13.3 ათასი ტონით (7.2-ჯერ), ხოლო ღირებულება - 8.3 მლნ აშშ დოლარით (6.9-ჯერ) გაიზარდა.


ქართული ვაშლის ექსპორტი განხორციელდა რუსეთში (15 318 ტონა), 60 ტონა ვაშლი ექსპორტირებულია ყაზახეთში, 21 ტონა - თურქეთში და 3 ტონა - სომხეთში. 

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31