გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
AP: ანდრეი შევჩენკო „უეფას“ აღმასკომის წევრად არ აირჩიეს

7-04-2025

უკრაინის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტი, წარსულში ცნობილი ფეხბურთელი, ანდრეი შევჩენკო „უეფას“ აღმასრულებელი კომიტეტის წევრად არ აირჩიეს. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.


კენჭისყრის შედეგების თანახმად, შევჩენკომ 55 ეროვნული ფედერაციიდან მხოლოდ 15-ის მხარდაჭერა მოიპოვა, რაც ძალიან დაბალი მაჩვენებელია. მას მინიმუმ 28 ხმა სჭირდებოდა.


სააგენტოს ცნობით, შევჩენკოს ადგილი „უეფას“ აღმასკომში ისრაელის საფეხბურთო ფედერაციის პრეზიდენტმა, მოშე ზუარესმა დაიკავა. მან 31 ხმა დააგროვა.


აღსანიშნავია, რომ 2024 წელს პარიზში ჩატარებულ „უეფას“ კონგრესზე უკრაინამ „უეფას“ პრეზიდენტის, ალექსანდრე ჩეფერინს თანამდებობაზე მეორე ვადით არჩევას ხმა არ მისცა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31