გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„დამოუკიდებლობისკენ სწრაფვა“ - ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტს სურს, რომ ევროკავშირმა Visa და Mastercard-ი საკუთარი პლატფორმით ჩაანაცვლოს

7-04-2025

ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა, კრისტინ ლაგარდმა ხაზი გაუსვა ევროპის დამოკიდებულებას ციფრული გადახდის უცხოურ ინფრასტრუქტურაზე.


„Visa, MasterCard, PayPal და Alipay ამერიკული ან ჩინური კომპანიების მიერ კონტროლდება“, - აღნიშნა მან და დასძინა, რომ „ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ არსებობს ევროპული შეთავაზება“.


ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი გადახდების სისტემაში რევოლუციას ითხოვს - ისეთს, რომელიც ევროპას ამერიკულ და ჩინურ პლატფორმებზე, როგორიცაა Visa, Mastercard, PayPal და Alipay, დამოკიდებულებას მოუხსნის.


„დამოუკიდებლობისკენ სწრაფვად“ შეაფასა ეს ნაბიჯი ლაგარდმა და განაცხადა, რომ ევროპამ ფინანსური სუვერენიტეტის უზრუნველსაყოფად საკუთარი ალტერნატივა უნდა შექმნას. მან ასევე დასძინა, რომ სრულად გაერთიანებულმა კაპიტალის ბაზარმა შეიძლება გზა გაუხსნას უფრო ღრმა ფისკალურ ინტეგრაციას.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031