გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიხეილ ყაველაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში ახლად განწესებული მოსამართლის, რევაზ ნადარაიას ფიცის დადების ცერემონიას დაესწრო

8-04-2025

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში ახლად განწესებული მოსამართლის, რევაზ ნადარაიას ფიცის დადების ცერემონიას დაესწრო. პრეზიდენტმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და რევაზ ნადარაიას სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა.


მიხეილ ყაველაშვილი:


"მსურს, მივულოცო ახლად განწესებულ მოსამართლეს, ბატონ რევაზ ნადარაიას ეს მეტად მნიშვნელოვანი და უაღრესად საპასუხისმგებლო წოდება!


ქვეყნის უმთავრესი დოკუმენტის - საქართველოს კონსტიტუციის დაცვა და მითუმეტეს კონსტიტუციური კონტროლის განხორციელება ჩვენი ყველას ვალდებულებაა.


მოგეხსენებათ რამდენიმე თვის წინ, სწორედ საქართველოს კონსტიტუციაზე დავდე ფიცი, რომ მისი ერთგული ვიქნებოდი ქვეყნისა და ერის წინაშე.


უაღრესად მნიშვნელოვანია საკონსტიტუციო სასამართლოს როლი ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და

მშენებლობის საქმეში და ძალიან საპატიოა იყო საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე, რომელიც მხოლოდ კონსტიტუციის, როგორც სახელმწიფოს უზენაესი კანონის დაცვით ხელმძღვანელობს.


ვულოცავ, ბატონ რევაზს და ვუსურვებ წარმატებას მართლმსაჯულების სადარაჯოზე!"


ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეები.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031