გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კასპში 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

9-04-2025

ქალაქ კასპში 9 აპრილის ტრაგედიიდან 36-ე წლისთავი აღინიშნა.


ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლები ტრაგედიის დღეს,  საქართველოს ეროვნული გმირის მერაბ კოსტავას სახელობის სკვერში შეხვდნენ.


შეკრებილებმა ეროვნული გმირის ბიუსტი ყვავილებით შეამკეს და სამშობლოს თავისუფლებისათვის ტრაგიკულად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
მამა ალექსანდრემ 9 აპრილს დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.


გაიხსენეს 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის მოვლენები, რომელმაც დასაბამი მისცა საქართველოს თავისუფლებასა და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის პროცესს.


1989 წლის 9 აპრილიდან ზუსტად ორ წლისთავზე, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი მიიღო.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031