9-04-2025
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა 9 აპრილის მემორიალთან მოწყობილ პროვოკაციასთან დაკავშირებით ისაუბრა, სადაც აქციაზე შეკრებილი მონაწილეები მოქალაქეებსაც არ აძლევენ მემორიალთან მისვლის საშუალებას.
როგორც წილოსანი აღნიშნავს, „როდესაც 9 აპრილის მემორიალთან არ აძლევენ საშუალებას ჩვეულებრივ მოქალაქეებს მივიდნენ, არ შეიძლება, ამ ადამიანებს 9 აპრილი სტკიოდეთ“.
„სახედაკარგული და სინდისგაყიდული ადამიანები, მათ შორის, რუსეთში მომღერალი ბანი და ნაცების რეჟიმის ჯალათები აპროტესტებენ ადამიანების მსვლელობას 9 აპრილის მემორიალთან და ამ დღეს კიდევ ერთხელ იყენებენ იმისთვის, რომ დაპირისპირება და შუღლი ჩამოაგდონ ჩვენს საზოგადოებაში.
მათი იქ ყოფნა და ის აგრესია, რასაც ისინი აფრქვევენ არაფრით განსხვავდება რუსული ტანკებისგან, რომელმაც 9 აპრილის უმძიმეს დღეს გადაუარეს ქართველებს. სწორედ ეს ადამიანები, ვინც დღეს ამ უმსგავსობას ჩადიან, თავიანთი ბოროტებით და მავნებლური მიზნებით ფეხქვეშ თელავენ ამ ქვეყნის ინტერესებს და ამ ქვეყნის საზოგადოებას“- განაცხადა ნინო წილოსანმა.
13-05-2026
| « აგვისტო 2026 » | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 | ||||||