გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნინო წილოსანი: სალომე ზურაბიშვილის ლიდერად ქცევის მცდელობა რომ ჩაიშალა, ახლა მისი ადგილი სურს დაიკავოს რუსულმა ბანმა. პაატა ბურჭულაძეს ჰქონდა პარტია, რომლითაც სურდა [პოლიტიკურ] პროცესებში შემოსვლა და თავზე დაეშალა

9-04-2025

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა აქციის მონაწილეების მიერ ფიცის დადების ცერემონიალთან დაკავშირებით ისაუბრა, რომლის თქმითაც, „არ შეიძლება ფიცის დადებას ჰქონდეს რაღაც მნიშვნელოვანი დატვირთვა“.


„სალომე ზურაბიშვილის ლიდერად ქცევის მცდელობა რომ ჩაიშალა, ახლა მისი ადგილი რაღაცნაირად სურს დაიკავოს რუსულმა ბანმა. რუსეთში მომღერალი ბანის მხრიდან ფიცის დადების ცერემონია და ამ ცერემონიაში მონაწილე ადამიანები წარმოუდგენლად ამაზრზენად გამოიყურებიან იმიტომ, რომ როდესაც უღირსი გყავს ლიდერი, უღირსი გაქვს მიზნები.


არ შეიძლება ფიცის დადებას ჰქონდეს რაღაც მნიშვნელოვანი დატვირთვა. რაც შეეხება მათ სურვილს, რომ პოლიტიკურ პარტიად ჩამოყალიბდნენ, თუ პროცესები საკუთარ ხარჯზე აიღონ, ვიცით პაატა ბურჭულაძის ასევე წარუმატებელი მცდელობა პოლიტიკაში შემოსულიყო. მას ჰქონდა პარტია და თავზე დაეშალა და ჩამოეშალა ის პარტია, რომლითაც სურდა ამ პროცესებში შემოსვლა. ახლა რა თქმა უნდა, მათი მცდელობები არის სასაცილო. თუ არ გავითვალისწინებთ იმ სავალალო მიზანს, რომელსაც ეს მცდელობები ემსახურება,“- განაცხადა ნინო წილოსანმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031