გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ტაკერ კარლსონის განცხადებით, ამერიკა უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ პროქსი ომს აწარმოებდა

10-04-2025

ამერიკელი ჟურნალისტი ტაკერ კარლსონი აცხადებს, რომ ამერიკა უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ პროქსი ომს აწარმოებდა.


ომში ჩართული იყო ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის პერიოდის სახელმწიფო დეპარტამენტი და პენტაგონი. შედეგად კი უკრაინა განადგურდა და ასობით ათასი ადამიანი დაიღუპა.


კარლსონი მიიჩნევს, რომ დასაჭერია ყველა ის პოლიტიკოსი, რომელიც თანახმა იყო კიევისთვის რუსეთის ტერიტორიაზე ამერიკული რაკეტებით თავდასხმის უფლება მიეცათ, რადგან, თავდაცვის უწყების ანგარიშის მიხედვით, ეს ვითარების ესკალაციისა და ბირთვული ომის დაწყების საფრთხეს ზრდიდა.


„ამერიკელი სამხედროები, პენტაგონი, სახელმწიფო დეპარტამენტი, ცენტრალური დაზვერვა აწარმოებდნენ ომს რუსეთის წინააღმდეგ. საქმე უკრაინის თავდაცვაში არ იყო. ვაშინგტონში არავის ანაღვლებდა უკრაინა და ასი ათასობით განადგურებული უკრაინელი მამაკაცი. ეს იყო ომი რუსეთის წინააღმდეგ. ჩვენ გავანადგურეთ უკრაინა, რომელიც ალბათ მომავალში მესამე ქვეყნებიდან ჩასული ადამიანებით იქნება დასახლებული. ამაზე ღიად არავინ საუბრობს“, - თქვა კარლსონმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031