გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თიბისი კამპუსი: განათლების უფასო პროგრამა სტუდენტებისთვის

17-04-2025

ახალი თაობა ქმნის ახალ დღეს, ახალ მომავალს, ახალ ისტორიას, ამ გზაზე კი მათი ხელშეწყობა და განათლების მიღების ხელმისაწვდომობა თიბისისთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტია.


თიბისი კამპუსი განათლების მიღების განსხვავებული და გამორჩეული პლატფორმაა, რომელიც ახალგაზრდების მზარდ ცნობისმოყვარეობას, მუდმივი განვითარების სურვილსა და მიზანსწრაფულობას პასუხობს.


თიბისი კამპუსში ბიზნეს მიმართულებების სწავლა, საქართველოს ნებისმიერი წერტილიდან, სრულიად უფასოდ, ონლაინ კურსებით შეუძლია ყველა 18-24 წლის ახალგაზრდას.


თიბისი კამპუსის პროგრამების ჩამონათვალი ტექნოლოგიური პროექტების მართვის საფუძვლებს, მონაცემთა ანალიზს, UI/UX დიზაინს, მეწარმეობასა და ბიზნესის დაგეგმარებას, სარეკლამო კონტენტის შექმნას, საძიებო სისტემების ოპტიმიზაციას - SEO და ციფრულ მარკეტინგს მოიცავდა, ახალ ნაკადზე კი ორი ძალიან საინტერესო მიმართულება - IT ბიზნეს ანალიზი და ბაზრის კვლევა დაემატა.


არ გადადო დარეგისტრირდი თიბისი კამპუსის ახალ ნაკადზე 25 აპრილის ჩათვლით.


თიბისის გუნდი კი დაგახვედრებთ მხიარულ, ინოვაციურ, განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს, სადაც მოგეცემათ ბიზნეს-ტექნოლოგიურ სივრცეში სანაცნობო წრის გაფართოებისა და ახალი უნარების შეძენის შესაძლებლობა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031