გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თბილისის ნაწილს ხვალ ელექტრომომარაგება შეუწყდება

4-11-2018

დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.


კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა გლდანის მასივის „ა“ მიკრორაიონის, ვეკუას, ხიზაბავრის, თიანეთის, ხევძმარის, ვასაძის და ხიზამბარელის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.


11 საათიდან 15 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას ქერჩის, გორგასლის და გულიას ქუჩების მაცხოვრებლები.


„თელასის“ ინფორმაციითვე, 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა აეროპორტის დასახლების მაცხოვრებლებს, 13 საათიდან 15 საათამდე სოფელი დიღმის, დიდი დიღმის III მიკრორაიონის, მეფე მირიანის და პეტრიწის ქუჩების მაცხოვრებლებს, 11 საათიდან 18 საათამდე რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს, ხოლო 12 საათიდან 14 საათამდე ინგოროყვას და შევჩენკოს ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30