გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ჩინეთში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა

17-05-2025

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ღვინის  მწარმოებელი სამი საოჯახო მარანი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ შანხაიში გამართულ გამოფენაში ,,RAW Wine Shanghai” მონაწილეობდა.


გამოფენაზე „RAW Wine”  (The Artisan Wine Fair) მაღალი ხარისხის ბუნებრივი, ორგანული და ბიოდინამიკური ღვინოების მწარმოებლები იკრიბებიან. გამოფენის ორგანიზატორია ცნობილი ღვინის მაგისტრი საფრანგეთიდან იზაბელ ლეგერონი. 


გამოფენაზე მისულ სტუმრებს, ღვინის პროფესიონალებს, კომერციული სფეროს წარმომადგენლებს და მომხმარებლებს შესაძლებლობა მიეცათ, დაეგემოვნებინათ  ქართული მარნების: „იორა“, „მანავი ვაინსი“ და „ბაღდათი ისთეითის“  ღვინოები.


აღსანიშნავია, რომ ჩინეთი ქართული ღვინის ერთ-ერთი გამოკვეთილი სტრატეგიული ბაზარია, სადაც ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის გაზრდის მიზნით,   2013 წლიდან აქტიურად მიმდინარეობს მარკეტინგული კამპანია. ჩინეთი მყარად დამკვიდრდა ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში. მიმდინარე წლის იანვარ-აპრილის მონაცემებით, საქართველოდან ჩინეთში ექსპორტირებულია 1.12 მლნ ლიტრი ქართული ღვინო, რაც 78%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.


მიმდინარე წელს ქართული საოჯახო მარნები ასევე მონაწილეობდნენ RAW Wine-ის გამოფენებზე პარიზში, ვერონაში და ტოკიოში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031