გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
ბუნებრივი აირის ტარიფი შესაძლოა გაიზარდოს

6-11-2018

მარეგულირებელი კომისია ბუნებრივი აირის ტარიფის ზრდას არ გამორიცხავს. საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრის, დავით ნარმანიას თქმით, სემეკში ამ ეტაპისთვის შესულია განცხადება გაზის ტარიფის გადახედვასთან დაკავშირებით.


რაც შეეხება დენისა და წყლის საფასურს, ნარმანია ამბობს, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას.


„ამ ეტაპზე ჩვენთან შემოსული არის წინადადებები მხოლოდ გაზის ტარიფების გადახედვასთან დაკავშირებით. ესეც არის გეგმიური, ვინაიდან დადგენილი ტარიფები მოქმედებს ამ წლის ბოლომდე, შესაბამისად სემეკმა წარმოდგენილი განაცხადების მიხედვით უნდა განიხილოს ეს,თუმცა ეს დაკავშირებული არ არის კურსის ცვალებადობასთან“,-აცხადებს ნარმანია.


rustavi2.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031