27-05-2025
„სალომე ბაბო, მელია, ბანი ბურჭულაძე, გედეონა, ტელედუქან „ფორმულას“ ლომები გუბაზა - საკუთარ ვაჟ ლევანათურთ... გვემუქრებოდნენ 2025 წლის 26 მაისს ისეთ ტანჯვად გიქცევთ, რომ 2011 წლის 26 მაისის ღამე მოგენატრებათო, მაგრამ ჰოი საოცრებავ, პირიქით კი მოხდა“, - წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში.
გვენეტაძე, ასევე, „თანაინვესტირების ფონდის” ყოფილი თავმჯდომარის გიორგი ბაჩიაშვილის დაკავებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ „ასეთია მოღალატეთა, უმადურთა, უსამშობლოთა და მათ საზღვარგარეთელ მხარდამჭერ არამკითხე მოამბეთა ბედი“.
„სალომე ბაბო, მელია, ბანი ბურჭულაძე, გედეონა, ტელედუქან „ფორმულას“ ლომები გუბაზა - საკუთარ ვაჟ ლევანათურთ... გვემუქრებოდნენ 2025 წლის 26 მაისს ისეთ ტანჯვად გიქცევთ, რომ 2011 წლის 26 მაისის ღამე მოგენატრებათო, მაგრამ ჰოი საოცრებავ, პირიქით კი მოხდა. სალომემ წუხელის, უკვე მერამდენედ, ისე ჩაისვარა და ისეთი მყრალი სუნი აუშვა, რომ ამ დილიდან ხმა გავარდა, მელია და ალეკო ელისა, მთელი თავისი ჰამქარით წმენდენ და წმენდენ მტკვრის პირას საბრალო მოხუცს, მაგრამ აშვებულ, აყროლებულ სუნს არაფერი აღარ შველისო(ისე, გირჩევთ ჩაათრიეთ იმ ადგილას, სადაც ცხენისწყალი უერთდება რიონს. ჩააგდეთ იქ და თუ რიონიც და ცხენისწყალიც ვერ გარეცხავს, გაჰყვება რიონს, აღმოჩნდება შავ ზღვაში და მერე, ოკეანემ ეს პოლიტმძორი შეიძლება, სადმე ევროპის ნაპირებთან ამოაგდოს და იქ, მისთანა ურსულა მიხედავს).
აქეთ, კიდევ ჩვენს სახელოვან და სამშობლოს უერთგულეს სუსს მოღალატე, სხვისი ქონების მიმთვისებელი, უმადური და საზღვრის უკანონო გადამკვეთი გიორგი ბაჩიაშვილი გაუქაჩავს და მიუბრძანებია „ვირის აბანოში“-ო. ამ ამბების გამგონე ბალტიისპირელ რასა იუკნევიჩიენეს უთენია მიშას ნაყიდი ქოშები უკუღმა უყრია.
კუდამოძუებული გაქცეულა, თანაც დაუბარებია, ჩემი ფეხს ამიერიდან აქ ვერ ნახავთო. ვურჩევ მის აქ გამომგზავნ პატრონებს, მიხედონ ამ საბრალოს, ამდენი უშედეგო გამოფრენა-გაფრენის შემდეგ, ვინძლო საკუთარ თავს შფოთი არ აუტეხოს და ბალტიის ზღვაში თავი არ დაიხრჩოს.
ასეთია ღვთით კურთხეულ საქართველოში მოღალატეთა, უმადურთა, უსამშობლოთა და მათ საზღვარგარეთელ მხარდამჭერ, არამკითხე მოამბეთა ბედი“, - წერს ედიშერ გვენეტაძე.