გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გამსახურდია თათა ხუნდაძეზე: ამ ბიომასა ქალბატონმა, აღიარა რომ ნაციონალების პოლიტიკურმა წინაპრებმა მოკლეს ზვიადი და ახლა ნანობენ თურმე ჩემს შესახებაც

27-05-2025

„ამ ბიომასა ქალბატონმა, აღიარა, რომ ნაციონალების პოლიტიკურმა წინაპრებმა მოკლეს ზვიადი და ახლა ნანობენ თურმე ჩემს შესახებაც. ისე, ცნობისთვის, მაშინ 14 წლის გახლდით. აი ეს დამოკიდებულება აქვთ ბავშვებზე ზოგადად, ამ მანქურთებს“, - ასე ეხმიანება გიორგი გამსახურდია რადიკალების აქტივისტის თათა ხუნდაძის განცხადებას, რომლის თქმითაც, არ ესმის გამსახურდია როგორ არ ჩააყოლეს მამამისს.


როგორც მან აღნიშნა, „ნაცები“ რომ ოდესმე დაბრუნდნენ, გიორგი ზერეკიძის ისტორია, მონაგონი გახდება.


„აგერ ბატონებო, რაზედაც ვსაუბრობდი სულ. მიშას და ნაცბანდის, საშუალო ყალიბის მომხვეჭელი, სუსტი ყოფაქცევის ქალბატონი, ღიად საუბრობს სიძულვილზე. გეუბნებოდით, ესენი ზვიად გამსახურდიასთან არაფერ შუაში არ იყვნენ და არც არიან. ზვიადის სახელს, ყოველთვის ოსტატურად იყენებდა თაღლითი მიშა, ისე კიდევ მას „კავკასიელ ჰუსეინს“ უწოდებდა.


ამ ბიომასა ქალბატონმა, აღიარა რომ ნაციონალების პოლიტიკურმა წინაპრებმა მოკლეს ზვიადი და ახლა ნანობენ თურმე ჩემს შესახებაც. ისე, ცნობისთვის, მაშინ 14 წლის გახლდით. აი ეს დამოკიდებულება აქვთ ბავშვებზე ზოგადად, ამ მანქურთებს. წარმოგიდგენიათ, ესენი რომ ოდესმე დაბრუნდნენ, მაგარი ბიჭის, გიორგი ზერეკიძის ისტორია, მონაგონი გახდება.


P.S. Tata Khundadze ისე შენი ნატვრა, ბევრმა სცადა, მაგრამ არ დავაკონკრეტებ, რა გზითაც წავიდნენ", - წერს გიორგი გამსახურდია.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031