გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
ნარკოთრობის ქვეშ მანქანის მართვა აპრილიდან, პატიმრობით დაისჯება

6-11-2018

მომავალი წლის 1-ელი აპრილიდან ძალაში შევა ნორმა, რომლის მიხედვითაც, სატრანსპორტო საშუალების ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ მართვა სისხლის სამართლის წესით – ჯარიმით ან თავისუფლების ერთ წლამდე აღკვეთით დაისჯება.


ნორმის ამოქმედების ახალი თარიღი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განისაზღვრა, სადაც კანაფის მოხმარებასთან დაკავშირებული სამართლებრივი რეგულაციები დღეს მესამე მოსმენით განიხილეს.


“კანონპროექტის განხილვის პროცესში დაისვა კითხვები, იყო თუ არა მზად სამართალდამცავი ორგანო შესაბამისი ტესტებითა და შემოწმების შესაბამისი პროცედურისთვის. ეს ნორმა 2019 წლის აპრილამდე არ ამოქმედდება. იქამდე მოხდება სრულად მომზადება, მოწესრიგდება, რათა მძღოლის შემოწმება კანონის სრული დაცვით მოხდეს და მოესწროს მოქალაქეთა ინფორმირებულობა“, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ.


geopressnews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031