გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ქართველიშვილი: რაჟდენ კუპრაშვილის ორგანიზაცია მოქალაქეებს მოუწოდებდა, დანაშაულის შესახებ ინფორმაცია მიეწოდებინათ და რა ქნეს უსამშობლოებმა? ქურდული მენტალიტეტით აღიჭურვნენ, „ჩაშვება“ „რა პონტიაო“

31-05-2025

რაჟდენ კუპრაშვილის ორგანიზაციამ რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა ინფორმაცია, სადაც მოქალაქეებს მოუწოდებდა - დანაშაულის შესახებ ინფორმაცია მიეწოდებინათ. და რა ქნეს ამ დროს უსამშობლოებმა? ქურდული მენტალიტეტით აღიჭურვნენ და ეგ ჩაშვება და დანოსები "რა პონტიაო", - წერს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში.


ქართველიშვილი კითხვით მიმართავს ოპოზიციისა და მისი "რადიკალური დანაყოფის", არასამთავრობო სექტორის პატრონებს, როდის გახდა სამართალდამცავი უწყებისთვის დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიწოდება "დანოსი" და ჩაშვება", ვინაიდან, დანაშაულის აღკვეთაში მონაწილეობა ევროპულ საქციელად ითვლება.


„ძალიან მოკლედ ვეცდები ნათლად გაჩვენოთ "ქართული ოპოზიციისა" და მათი რადიკალური დანაყოფის, NGO სექტორის ფლიდი, ორმაგი სახე. რაჟდენ კუპრაშვილის ორგანიზაციამ რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა ინფორმაცია, სადაც მოქალაქეებს მოუწოდებდა - დანაშაულის შესახებ ინფორმაცია მიეწოდებინათ.


და რა ქნეს ამ დროს უსამშობლოებმა? ქურდული მენტალიტეტით აღიჭურვნენ და ეგ ჩაშვება და დანოსები "რა პონტიაო"... მე მინდა ახლა მათ პატრონებს ვკითხო ( ამათთან საუბარს აზრი არ აქვს, რასაც ჩასძახებენ, იმას ამოსძახებს ყველა ): როდის შემდეგ გახდა სამართალდამცავი უწყებისთვის დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიწოდება "დანოსი" და "ჩაშვება"? ნუთუ ევროპული საქციელი არ არის დანაშაულის აღკვეთაში მონაწილეობა? თუ ახლა უბრალოდ ასე გაწყობთ? თქვე მართლა ორმაგ სტანდარტში დაკარგულო უსამშობლოებო...“ - წერს დავით ქართველიშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031