გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შსს-მ ყაზახეთის ინტერპოლის მიერ ძებნილი ქალბატონი დააკავა

19-01-2018

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ძებნის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ყაზახეთის ინტერპოლის მიერ 2017 წლის ნოემბრიდან წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე ძებნილი, ყაზახეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1978 წელს დაბადებული .. თბილისში, ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში დააკავეს.

 

..- ბრალად ედება ყაზახეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 190- მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რაც თაღლითობას - დიდი ოდენობით თანხის მითვისებას გულისხმობს.

 

ამჟამად, დაკავებული პირის მიმართ მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31