გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ჩრდილოეთ ირლანდიაში მიგრანტების საწინააღმდეგო არეულობები დაიწყო

10-06-2025

ჩრდილოეთ ირლანდიაში მიგრანტების საწინააღმდეგო არეულობები დაიწყო. ინფორმაციას ირლანდიური მედია ავრცელებს.


მიგრანტების წინააღმდეგ გამოსვლები ჩრდილოეთ ირლანდიის ქალაქ ბალიმინაში მას შემდეგ დაიწყო, რაც მიგრანტებმა ირლანდიელი მოზარდი გოგონა გააუპატიურეს.


საქმის განხილვა სასამართლოში უკვე მიმდინარეობს. ერთ-ერთი ასეთი პროცესის დროს მომიტინგეებმა პოლიციას ქვები ესროლეს და რამდენიმე სახლი დაწვეს.


ორშაბათს საღამოს, ორი 14 წლის მოზარდი ადგილობრივ სასამართლოში გაუპატიურების მცდელობის ბრალდებით წარსდგა. მედიის ცნობით, სხდომას რუმინელი თარჯიმანიც ესწრებოდა. შემდგომში, მსხვერპლის ოჯახის მხარდასაჭერად სავარაუდო თავდასხმის ადგილთან შეკრებილი ხალხი პოლიციას დაუპირისპირდა, სამართალდამცავ ორგანოებს ქვები და საღებავი ესროლეს, ბარიკადები ააშენეს და სახლების დანგრევა და ცეცხლის წაკიდება დაიწყეს.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031