გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
HSC Group Hospitality: გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით სასტუმროს ვიზიტორთა 8-10%-იანი ზრდა გვაქვს

11-06-2025

HSC Group Hospitality დირექტორისა და სასტუმრო Glarros OldTown-ის მმართველის გიორგი დოლიძის განცხადებით გაზაფხულსა და  ზაფხულის ტურისტულ სეზონზე სასტუმროს დატვირთულობა და ვიზიტორთა რაოდენობა გაიზარდა.


„სეზონი საკმაოდ დატვირთულად დაიწყო. აპრილში გვქონდა 92%, ხოლო მაისში 87% დატვირთულობა.  გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გვაქვს 8-10%-იანი ზრდა, როგორც დატვირთულობაზე, ასევე ფასების ზრდის კუთხით.


ეტაპობრივად იმატებს ევროპელი ტურისტების რიცხვი, რაც წლიდან წლამდე მეტად ხელშესახები გახდება. აქტიურადაა ჩინეთი, ინდოეთი და სტატისტიკაში პირველ რიგებში მყოფი ქვეყნები: როგორიცაა ისრაელი, სპარსეთის ყურის სახელმწიფოები და მეზობელი ქვეყნები.ვფიქრობ, ივნისის თვეს დავხურავთ 90%-იანი ნიშნულით“-აცხადებს გიორგი დოლიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031