გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თიბისი x ვერე - თამამი მიზნებისკენ, მთავარია გჯეროდეს

19-06-2025

თიბისი ქალთა საფეხბურთო კლუბ „ვერეს“ მხარდამჭერი გახდა. ეს არის პირველი ნაბიჯი, რომელსაც ბრენდი ქალთა სპორტის გაძლიერების გზაზე დგამს; სადაც თანადგომა, მხარდაჭერა და დაჯერების ძალა მთავარი ღირებულებებია.


ქალთა საფეხბურთო კლუბი „ვერე“ 2022 წელს, თბილისში დაარსდა. 2023 წელს, გუნდმა სადებიუტო სეზონი ჩაატარა ლიგა 2-ში და ღირსეული ასპარეზობა15 გუნდს შორის მესამე ადგილზე დაასრულა.


2025 წლიდან, „ვერე“ უკვე საქართველოს ქალთა უმაღლესი ლიგის ბინადარია. კლუბის ერთ-ერთი მთავარი მიზანი, ასაკობრივი და ეროვნული ნაკრებებისთვის ფეხბურთელების აღზრდა და განვითარებაა. ასევე, აკადემიის გაძლიერება და ნიჭიერი ფეხბურთელების აღმოჩენა და მხარდაჭერა.


კლუბი ქმნის სივრცეს, სადაც  მიზნების მიღწევა ყველას შეუძლია. ეს არის ადგილი, სადაც გოგონებს სჯერათ საკუთარი შესაძლებლობების.


დღეს, „ვერეს“ ძირითადი გუნდის შემადგენლობაში 18 ფეხბურთელია, დუბლშემადგენლობაში - 25; ხოლო აკადემიაში 20 მოზარდი გოგონა ვარჯიშობს. გუნდის სამწვრთნელო შტაბი კი, დაკომპლექტებულია უეფას ლიცენზირებული მწვრთნელებით.


ამ ნაბიჯით, თიბისი კიდევ ერთხელ უჭერს მხარს ახალ თაობას; მათ ნებისმიერ სურვილსა თუ წამოწყებას. 


ახალი თაობა თიბისისთვის ყოველთვის იყო, არის და იქნება მთავარი ინსპირაცია. გვჯერა, რომ გოგონებისთვის არ არსებობს საზღვრები, როცა მათ საკუთარი თავისა და შესაძლებლობების სჯერათ.


გვჯერა, რომ თითოეული გოგო, რომელიც მოედანზე გადის, თავისუფალ, თავდაჯერებულ მომავალს ქმნის და თიბისი ყოველთვის მხარს უჭერს თამამი მიზნებისკენ სწრაფვას.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031