გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თენგიზ შარმანაშვილი: ზვიად რატიანს რომ პოლიტპატიმარს არქმევენ, ხვალ შეიძლება ახალგაზრდასაც მოუნდეს ამის გამეორება და ეს საგმირო საქმედ მიაჩნდეს - მინდა ყველამ იცოდეს, რომ პოლიციელს თუ შეეხები დაისჯები

26-06-2025

თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი პოეტ ზვიად რატიანის საქმესთან დაკავშირებით, ოპოზიციის მიერ გამოთქმულ ბრალდებებსა და მათ მიერ ძალადობის წახალისებას გამოეხმაურა.


შარმანაშვილის თქმით, ოპოზიციის მხრიდან ხდება ძალადობის წაქეზება და დანაშაულის საგმირო საქმედ წარმოჩენა.


„ეს ყოველივე იმის გამოძახილია, რომ ამისკენ წაქეზება მიმდინარეობს, ყველა მხრიდან. ახლა ამას რომ პოლიტპატიმარს არქმევენ, ამხელა კაცის ამ მოქმედებას, ასაკით, ხვალ რომ ეს 20 ან 17 წლის ბიჭმა გაიმეოროს, გაგიკვირდებათ? ის ჩათვლის, რომ ზრდასრული კაცი თუ ამას აკეთებს, ნორმალურია. როდესაც შენ მერე ამას პოლიტპატიმარს დაარქმევ, შეიძლება იმ ახალგაზრდასაც მოუნდეს ამის გამეორება და ეს საგმირო საქმედ მიაჩნდეს. ეს არის დათვური სამსახური ამ ახალგაზრდებისათვის და ეს არის ყოვლად დაუშვებელი. მინდა ყველამ იცოდეს, რომ პოლიციელს თუ შეეხები დაისჯები!“, - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.


ცნობისთვის, ზვიად რატიანი 23 ივნისს პარლამენტთან მიმდინარე აქციის დროს დააკავეს და ბრალი წარედგინა პოლიციელზე თავდასხმის მუხლით, ბრალდება გათვალისწინებულია სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031