გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პოლიციამ ყაჩაღობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

27-06-2025

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი 1991 წელს დაბადებული ა.ს. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს, - ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ შს სამინისტრო ავრცელებს. 


უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, თბილისში მდებარე ბენზინგასამართ სადგურ „3G“-ის ოპერატორს, 1960 წელს დაბადებულ გ.ო.-ს, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და ცივი იარაღის გამოყენებით გასტაცა თანხა.


შსს-ს ინფორმაციით, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციამ ა.ს. ბრალდებულის სახით დააკავა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.


ინფორმაციისთვის, აღნიშნული დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031