გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოფელ ხოვლეში საირიგაციო არხის გაწმენდითი სამუშაოები დასრულდა

29-06-2025

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ ქვეყნის მასშტაბით სარწყავ და სადრენაჟე სისტემებს აწესრიგებს.


კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხოვლეს ტერიტორიაზე „საქართველოს მელიორაციამ“   სარწყავი არხის გაწმენდითი სამუშაოები საკუთარი ძალებით განახორციელა.


ექსპლუატაციის პროგრამით გატარებული ღონისძიებები არხში წყლის შეუფერხებლად გადინებას უზრუნველყოფს, რაც 50  ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდებას გააუმჯობესებს და აგროწარმოების შესაძლებლობის გაზრდას შეუწყობს ხელს.  


აღსანიშნავია, რომ დღეისათვის შიდა ქართლის რეგიონში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 6 სარეაბილიტაციო პროექტი მიმდინარეობს. შედეგად,   წყლით უზრუნველყოფა   11,870 ჰექტარ სავარგულზე გაუმჯობესდება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031