გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ფაროსანას საწინააღმდეგოდ ტერიტორიები თერმული ნისლით მუშავდება

5-07-2025

სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო მართვის ცენტრი განაგრძობს მავნებლის საპრევენციო ღონისძიებებს დასავლეთ საქართველოში. ამჯერად ტერიტორიები მუშავდება სენაკის მუნიციპალიტეტში, ძველი სენაკის ადმინისტრაციულ ერთეულში, სადაც ათი ერთეული სპეციალიზებული ტექნიკაა მობილიზებული. სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის  მართვის ცენტრის სენაკი-აბაშის ჯგუფმა თერმული ნისლით 600 ჰა ტერიტორია დაამუშავა. 

 

მავნებელის საწინააღმდეგო ღონისძიებები მეფუტკრე ფერმერებთან  კოორდინირებულად  და უსაფრთხოების წესების სრული დაცვით, ღამის საათებში მიმდინარეობს. პროცესში აქტიურად არის ჩართული ადგილობრივი თვითმმართველობა. პარალელურ რეჟიმში, ცივი შესხურებით ინტენსიურად მუშავდება ჯაგები და ტყის პერიმეტრები.

 

სურსათის ეროვნული სააგენტო  მოუწოდებს მოსახლეობას, საკუთარ თხილის ბაღებსა და სხვა კულტურებში წამლობა აგროკალენდრის  მიხედვით დროულად განახორციელოს.

 

მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებები ეტაპობრივად დასავლეთ საქართველოს ყველა რეგიონში ჩატარდება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031